ტკივილი-რომელიც თან ახლავს კბილის ექსტრაქციას ან სხვა რაიმე ქირურგიულ ჩარევას პირის ღრუში, მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ აღმოფხვრას. ცნობილია, რომ კბილის ტკივილი- ტკივილის ინტენსივობისა და ანალგეტიკების ეფექტურობის შეფასების მოდელად გამოიყენება. კბილის ექსტრაქციას ან სხვა რაიმე ქირურგიულ ჩარევას პირის ღრუში შეიძლება მოყვეს ადგილობრივად ტრავმები, ანთებითი პროცესები, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომელებიც არა მარტო ტკივილგამაყუჩებელი, არამედ გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით ხასიათდება.
მრავალფეროვან, ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს(აასს) შორის მხოლოდ ოქსიკამების ჯგუფის პრეპარატებს ახასიათებს ეფექტური ტკივილის მოხსნა პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შემდგომ.
ბრექსინს ახასიათებს სწრაფი შეწოვა და ტკივილის აღმოფხვრა. კვლევაში, მონაწილეობდა 146 პაციენტი, რომლებსაც კბილის ამოღებისას ან ყბა-სახის ქირურგიული ჩარევის შემდეგ ტკივილი გამოუვლინდათ.კვლევამ აჩვენა, რომ ბრექსინის მიღების შემდეგ პაციენტებს გამოუვლინდათ სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პაციენტთა ნახევარზე მეტთან გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში.მიღებიდან 6 საათის შემდეგ ტკივილი საშუალოდ 80 % ით შემცირდა.